Home ეროვნული სული დავითობა ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში

დავითობა ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში

by administrator
0 comment
საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი პენსილვანიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია და დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიისა და ნიუ იორკისა და პენსილვანიის შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.  
ელჩმა სიტყვით მიმართა თანამემამულეებს და ხაზი გაუსვა საქართველოს ეკლესიის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში.  ელჩმა ასევე ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს მისიაზე უცხოეთში და მადლობა გადაუხადა მეუფე საბას თავდაუზოგავი შრომისთვის. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ პენსილვანიისა და ნიუ იორკის შტატებში მცხოვრები თანამემამულეები, აშშ-ში მოღვაწე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და საქართველოს საელჩოს და ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოს დიპლომატები.

You may also like

Leave a Comment

twelve − four =