2023 წლის 1 აპრილს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ვალენსიის რეგიონის ქალაქ ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება იგეგმება. საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას.
ამის შესახებ ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო ავრცელებს. გთხოვთ, გადახვიდეთ
შემდეგ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების შესახებ:
საკონსულო მიღების საათები: 16:00 საათიდან 20:00 საათამდე
მდებარეობა: Calle Prudencio de la viña 8, 03007, Alicante
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ტელ: +34 938363307 (15:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით)
ელ.ფოსტა: Barcelona.con@mfa.gov.ge