Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ITB Berlin 2023 ოფიციალურად “უსაზღვრო ქართული კულტურის“ პროგრამით გაიხსნა

ITB Berlin 2023 ოფიციალურად “უსაზღვრო ქართული კულტურის“ პროგრამით გაიხსნა

by administrator
0 comment

მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin 2023, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

გამოფენის გალა გახსნის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნენ.

ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

You may also like

Leave a Comment

nine + 1 =