Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ბათ იამის პროფკავშირების ხელმძღვანელი ისრაელში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევს

ბათ იამის პროფკავშირების ხელმძღვანელი ისრაელში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევს

by administrator
0 comment
ბათ იამის პროფკავშირების ხელმძღვანელი, დავიდ პაპია ისრაელში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ის  ისრაელის პროფკავშირების ტრენინგების და სემინარების სამსახურის უფროსთან და ბათ იამის პროფკავშირების ხელმძღვანელთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წერს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  სამუშაო შეხვედრისას, საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებთან ერთად, ისრაელში დასაქმებული ახლადჩამოსული საქართველოს მოქალაქეების შრომის უფლებების დაცვის საკითხებზეც გაიმართა მსჯელობა.
“ბევრმა არ იცის თავისი უფლებები დამსაქმებელთან ურთიერთობის და სამუშაოს შესრულების დროს.
მადლობა დავიდ პაპიას, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა, კონსულტაციები გაუწიოს დაინტერესებულ პირთა ჯგუფებს. ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დასაწყისისთვის ეს ბათ იამსა და ხულონში მცხოვრებ, ისრაელის და საქართველოს ორმაგ მოქალაქეებს შეეხება. შემდეგ ეტაპზე, ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებულ პირებს” – წერს ლაშა ჟვანია და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 5000-ზე მეტია.

You may also like

Leave a Comment

19 − 12 =