Home გართობა და შჯიბრებები ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა ლისაბონში

ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა ლისაბონში

by administrator
0 comment
ლისაბონში, პორტუგალიის კინოს მუზეუმში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივის გახსნითი ღონისძიება და მხატვრული ფილმის “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებული იყო, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაციის თანხლებით შედგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პორტუგალიის კულტურული წრეების, პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ფილმის ჩვენებამდე  მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი მირცხულავამ.
პორტუგალიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის GNFC – Georgian National Film Center ორგანიზებით ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაგრძელდება 26 ივნისამდე, პორტუგალიის კინოს მუზეუმში  Cinemateca Portuguesa.
ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “თეთრი ქარავანი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “მიქელა”, “სავარძელი”, “მრავალჟამიერ”.

You may also like

Leave a Comment

fourteen − 13 =