2023 წლის 10 ივნისს თესალონიკის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „აფხაზეთის“კონცერტი გაიმართა.
სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ნოდარ კომახიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.