Home გართობა და შჯიბრებები მაინის ფრანკფურტში „ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ გაიმართა

მაინის ფრანკფურტში „ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ გაიმართა

by administrator
0 comment

ქალაქ მაინის ფრანკფურტში ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკასთან“ არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით „ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ნიურნბერგის ქართული კულტურის ცენტრ „ინკოსთან“ არსებულმა ცეკვის სტუდია „იბერიამ“, ქალაქ შტუტგარტის მუსიკალურ საზოგადოება Art Music Georgia-მ, ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების ორგანიზაცია „გეორგიკასთან“ არსებულმა საკვირაო სკოლამ და ქალაქ მაინის ფრანკფურტში მოღვაწე გიტარის პედაგოგის, ნიკა კვარაცხელიას მოსწავლეებმა.

„ქართული დიასპორის სკოლების ფესტივალი 2023“ ორგანიზატორმა, ქალაქ მაინის ფრანკფურტის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა, მაია შავლიაშვილმა გახსნა და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტს, საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ქ.ალაქ მაინის ფრანკფურტში და ქალაქ შტუტგარტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა პროექტებით, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ მაინის ფრანკფურტში და ქალაქ შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები.

You may also like

Leave a Comment

one × 3 =