Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები მავრიტანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსა

მავრიტანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსა

by administrator
0 comment

მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. ანკარა), გიორგი ჯანჯღავას სამუშაო მივლინების ფარგლებში, 2024 წლის 11 იანვარს, ქ. ნუაქშოტში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო.

საქართველოს ელჩთან ერთად, ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მავრიტანიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ამარა ჩიგალის განცხადებით, საპატიო საკონსულოს საქმიანობა მიმართულია საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისაკენ.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპატიო კონსული არ დაიშურებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 16 ივნისს. ამასთან, 2021 წლიდან საქართველო მავრიტანიის დიპლომატიურ გადაფარვას ახორციელებს თურქეთიდან, ხოლო მავრიტანიის საელჩო ქალაქ ანკარაში, ასევე, აკრედიტებულია საქართველოში.

                       

You may also like

Leave a Comment

5 × 4 =