Home ეროვნული სული საქართველოს კუთხეების ამსახველი ფოტომასალა ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში

საქართველოს კუთხეების ამსახველი ფოტომასალა ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში

by administrator
0 comment

კანადაში საქართველოს საელჩოსა და კანადელი ფოტოგრაფების, რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების თანამშრომლობით, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ მონიტორებზე (ტერმინალი 1, უსაფრთხოების კონტროლის ზონა) საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტომასალა გაეშვა.

აღნიშნული ფოტომასალა შეიქმნა 2022 წლის მაისში, კანადელი ფოტოგრაფების საქართველოში ვიზიტის დროს, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ უშუალო ჩართულობით დაიგეგმა.

პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოში ფოტოგრაფების მიერ მომზადებული ფოტომასალა სრულად ხილვა შესაძლებელია  ბმულზე: https://www.takeyourseatonline.com/georgia

 

 

You may also like

Leave a Comment

nineteen + twenty =