Home ეროვნული სული ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა

ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა

by administrator
0 comment
2023 წლის 24 მაისს ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო გაიმართა. შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული საღამო გახსნა საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ.
ღონისძიებას 350-მდე სტუმარი დაესწრო შვეიცარიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებებიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, მასმედიიდან, კულტურის სხვადასხვა სფეროდან, განათლების დარგებიდან, ქართული დიასპორიდან, ბერნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან და სხვა.
მიღების ფარგლებში გაიმართა საფორტეპიანო კონცერტი ქართველი შემსრულებლების ლიზა მეგრელიშვილის, ბარბარე თათარაიძისა და შვეიცარიაში მცხოვრები თამარ ბერაიას მონაწილეობით.
ღონისძიების ეს ნაწილი მეცენატის, ქართული მუსიკალური სამყაროს დიდი ხნის მეგობრის მაესტრო მიშელ სონისა და მისი ფონდის თანაორგანიზებით შედგა.
საღამოს ესწრებოდა ცნობილი ქართველი პიანისტი, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მხატვრების მაკა დადიანისა და ნინა გამსახურდიას გამოფენები.
მიღებაზე მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე ქართველი კომპოზიტორების არაჩვეულებრივი ნაწარმოებებით წარსდა ჯგუფი The Georgian Six.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ერთობლივი ქართულ-შვეიცარული მაჯის საათი „წმინდა დრო“ (San-Dro), რომლის შექმნისთვისაც გამოყენებულია ერთ დროს მივიწყებული, ახლა აღდგენილი და ერმილე მაღრაძის მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ტექნიკა.
შეზღუდული რაოდენობით წარმოებული საათის ციფერბლატზე გამოსახულია „მოყვავილე ჯვარი“, რომელიც შუასაუკუნეების ტრადიციული ქართული ორნამენტია. საათი შვეიცარიაშია აწყობილი ამ ქვეყნის ტრადიციულ მექანიზმზე.
სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლეს კომპანიებმა „არ-ემ-ჯი“, „ბოლნისური ღვინის ასოციაცია“, „ლიპარტიანი“, „ჩელთი“, „პავილიონის ღვინო“, „გეოჰაუსი“, „გასტრონომიული ტურიზმის ასოციაცია“, „მეისონ მარანი“.

You may also like

Leave a Comment

two × 4 =