ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ირლანდიაში მოღვაწე ქართველი პოეტების – გიული ჩქარეულის, თამარ სამქანას და ფიქრია ბაფხოშვილის, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობასა და დიასპორის გაძლიერებაზე ისაუბრა.
ირლანდიაში საქართველოს საელჩო ულოცავს პოეტებს მიღწევებს და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში.