Home საუბრები მიგრაციაზე - “მიგრანტის საათი” მინისტრის შეხვედრა იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

მინისტრის შეხვედრა იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

by administrator
0 comment

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი  ქართული დიასპორული ორგანიზაციების  ხელმძღვანელებსა და წევრებს  შეხვდა.

მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ხაზი გაუსვა საგარეო უწყებისთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას. ასევე, ისაუბრა იმ ინიციატივებსა და სიახლეებზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა  იტალიაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საქმეში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე ხაზი გაუსვა საკვირაო სკოლების მნიშვნელობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ამასთან, აღინიშნა დიასპორასთან რეგულარული შეხვედრების აუცილებლობა.

დიასპორის წარმომადგენლებმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მათთან შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა.

You may also like

Leave a Comment

thirteen − five =