2023 წლის 26 მაისს ნიუ-იორკში, Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები წარუდგინონ პოტენციურ ინვესტორებს.
კონფერენციის მიზანია, ერთი მხრივ, გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები. მეორე მხრივ კი, მათ წინაშე წარადგინოს, როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.
კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად და სპიკერების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ლინკს – https://lnkd.in/dKx-CxPu