Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები შეხვედრა თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან

შეხვედრა თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან

by administrator
0 comment

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ თესალონიკში ავრცელებს ინფორმაცია თესალონიკში მცხოვრებ ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ.

„მოგახსენებთ, რომ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ოქტომბრიდან მუშაობას შეუდგა ახალი ვიცე-კონსული კარლო ჩხაიძე.

ვიცე-კონსულის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ მასთან შეხვედრები ყოველდღიურად, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, გარდა საკონსულო მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხებისა, განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი თემები.

აქვე გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, თესალონიკის ოლქში მყოფ დიასპორულ ორგანიზაციებსა და ემიგრანტებს გიწვევთ გენარლურ საკონსულოში, ახლად დანიშნული ვიცე-კონსულის კარლო ჩხაიძის გაცნობით შეხვედრაზე, სადაც განხილული იქნება სამომავლო პროექტებისა ღონისძიებების განხორციელების საკითხები“ – საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში.

გენერალური საკონსულო მისამართი: Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, Thessaloniki 546 55

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გენერალური საკონსულოს გვერდს: https://www.facebook.com/GeorgiainThessaloniki

You may also like

Leave a Comment

nine − 9 =