„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება “ახალგაზრდული ბანაკი” შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
მონაწილეობის კრიტერიუმები
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის 96 მოზარდს. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის ხანგრძლივობაა 5 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თარიღები
მიმდინარე წელს ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება მხოლოდ ერთ ნაკადად. თარიღი: 21-25 ივლისი, 2024 წ. ადგილმდებარეობა: შაორი.
მონაწილეობა
ამასთან, გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბანაკში მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან კოორდინაციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ა. წ. 12 ივლისამდე მიაწოდოთ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველთა სია დანართი 2-ის შესაბამისად. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. საბოლოოდ, ბანაკში მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს.
აქვე გაცნობებთ, რომ მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 1 ფოტოსურათი.
ასევე, სასურველია, მონაწილემ წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.
ბანაკში მონაწილეობის შესახებ განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ადგილსამყოფელ ქვეყნებში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მეშვეობით.
ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/shaori.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ:
ანა ბაქრაძე, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ტელ.: +995 32 294 50 00 (3109) მობ.: +995 551 855 755 (WhatsApp)
ალიონა ჩხოტუა, თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ტელ.: +995 32 294 50 00 (3103) მობ.: +995 599 164 190 (WhatsApp)
დოკუმენტები:
- მონაწილეთა ფორმა – იხილეთ აქ.
- მშობლის/მეურვის თანხმობის ფორმა – იხილეთ აქ.
- აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი – იხილეთ აქ.