ფილმის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ. საელჩოს თანამშრომლებმა, ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ საზოგადოებას წარუდგინეს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პრეზენტაცია ქართული კინემატოგრაფიის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ.
