Home ეროვნული სული პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

by administrator
0 comment
“ეს არის პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ასევე პირველი ქართულენოვანი წარწერა” – ამ პოსტს ფოტოსთან ერთად ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
მემორიალური დაფა გაკეთდა იმ ადგილას, სადაც  არის წმინდა მიწაზე აღმოჩენილი პირველი წარწერა, რომელშიც ნახსენებია ქართველი (ივერიელი) და იერუსალიმში ქართველთა, ძლიერი, დამოუკიდებელი თემის მეხუთე საუკუნიდან არსებობის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს არის მეხუთე საუკუნის წარწერა, რომელიც 1932 წელს აღმოაჩინეს. წარწერა ინახება ისრაელის სიძველეთა სამსახურის მუზეუმში. არქეოლოგიური გათხრებისას ასევე აღმოჩნდა ეკლესიის, სამარხების, საწნახელის, ზეთის საწურის და სამონასტრო ნაგებობების ნაშთები.
ცნობა ქართველთა მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში1936 წელს იმოგზაურა.

You may also like

Leave a Comment

twenty − 11 =