ბარიში, დონ ბოსკოს ბიბლიოთეკაში, ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმენილისა და აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის “სიზმრის ნანგრევებში” იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. 
პოეტური კრებულის იტალიური თარგმანი შესრულებულია ნუნუ გელაძის მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიელი პოეტები, სამხრეთ იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები.