Home გართობა და შჯიბრებები  „ხორუმი ქართული ცეკვაა“ – ნიუ იორკში საქველმოქმედო ფესტივალი ჩატარდა

 „ხორუმი ქართული ცეკვაა“ – ნიუ იორკში საქველმოქმედო ფესტივალი ჩატარდა

by administrator
0 comment

ნიუ იორკში ბავშვთა საქველმოქმედო ფესტივალი  „ხორუმი ქართული ცეკვაა“ პირველად გაიმართა. ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

ღონისძიებას დაესწო ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ნინუა, რომელმაც სიტყვით მიმართა საზოგადოებას, გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის მისასალმებელი სიტყვა და გენერალური საკონსულოს სახელით მონაწილეებს ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში მოქმედი რვა ქართული კულტურის ცენტრი: წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი (პენსილვანია); ქართული კულტურის ცენტრი „ ფესვები“ (ნიუი ორკი); ცეკვის აკადემია “ირინა” (ნიუ იორკი); შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი ( ნიუ ჯერსი); ქართული ცეკვისა და ბალეტის სტუდია „ელვა“ (ნიუ იორკი); ნიუ ჯერსის წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული ქართული კულტურის ცენტრი ( ნიუ ჯერსი); Dancing Crane Company – პირველი ქართული კულტურის ცენტრი (ნიუ იორკი).

You may also like

Leave a Comment

19 − thirteen =