2023 წლის 12 თებერვალს პეკინში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა.
თანამემამულეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ და 2023 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე საელჩოსა დიასპორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიცე კონსულმა თამარ ონაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების კუთხით მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.