Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საბერძნეთში ლეგალურად შესული საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის საკითხზე მსჯელობენ  

საბერძნეთში ლეგალურად შესული საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის საკითხზე მსჯელობენ  

by administrator
0 comment

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის, შინაგან საქმეთა და შენგენის საკითხების დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ალიკი კოცომიტოპულუს შეხვდა, სადაც  საქართველოსა და საბერძნეთს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ორმხრივი ხელშეკრულების შემუშავების საკითხი განიხილეს. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზის მისაღებად არსებული პროცედურების გამარტივების შესაძლებლობები საბერძნეთში დროებითი, ლეგალური, დასაქმების მიზნით.

ასევე ისაუბრეს საბერძნეთში ლეგალურად, D კატეგორიის (საემიგრაციო) ვიზით შესული საქართველოს მოქალაქეებისთვის შემდგომში ბინადრობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის საკითხზე.

საქართველოს საელჩო განაგრძობს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და იმედოვნებს, რომ ბერძნულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობით უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ხელშესახების შედეგების მიღება.

საელჩო პერიოდულად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

 

You may also like

Leave a Comment

18 + eighteen =