Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები მინისტრის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან

მინისტრის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან

by administrator
0 comment
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
ილია დარჩიაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის დღის წესრიგზე და მაღალი შეფასება მისცა, როგორც მიმდინარე ვიზიტს, ასევე უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნებს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას და ქართველი სტუდენტებისთვის გაერთიანებულ სამეფოში განათლების მიღების შესაძლებლობას.
ცნობისთვის, 26 იანვარს ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა. დელეგაციის წარმომადგენლებს მიმართეს და დიალოგს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ და შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

You may also like

Leave a Comment

11 − four =