აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანში კახის რაიონს ესტუმრა, სადაც შეხვედრა გამართა კახის რაიონული ადმინისტრაციის უფროსთან, მუსა შექილიევთან, სოფელ ალიბეგლოს კულტურის სახლისა და კახის რაიონის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან. 

ელჩი ზურაბ პატარაძე და ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი, თანამშრომლებთან ერთად, ლიტურგიის დასრულების შემდგომ შეხვდნენ სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძრის და კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს და კონსულტაცია გაუწიეს მათ საკონსულო საკითხებზე.
სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს საელჩოს და ქალაქ განჯაში საქართვლოს გენერალური საკონსულოს სახელით სასაჩუქრე ამანათები გადაეცათ.