2022 წლის 23 ოქტომბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც დუბლინში დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ წარადგინა ქართული კუთხე, ღვინითა და ტრადიციული ქართული კერძებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო საქველმოქმედო ბაზარში ყოველწლიურად მონაწილეობს და ქართული კუთხე ირლანდიელი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს.
საელჩო მადლობას უხდის ირლანდიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ “კავკასიონს” მათი უდიდესი მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის. “აგრეთვე მადლობას ვუხდით თითოეულ ქართველს, ვინც დაესწრო ღონისძიებას, მოამზადა უგემრიელესი ქართული კერძები და თავისი წვლილი შეიტანა ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში” – ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
