Home გართობა და შჯიბრებები ლოს ანჯელესში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.

ლოს ანჯელესში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.

by administrator
0 comment

ლოს ანჯელესში სამხრეთ კალიფორნიაში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 200-მდე ქართული დიასპორის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ქართული სათვისტომოს წარმომადგნელებს სიტყვით მიმართა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ და ხაზი გაუსვა ცენტრის როლს ქართული კულტურის, ისტორიისა და ენის პოპულარიზაციაში. გენერალურმა კოსნულმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, სამომავლოდ ცენტრის მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად.

ლოს ანჯელესში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გენერალურმა საკონსულომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საკონსულო მომსახურება გასწია.

ამასთან, გენერალური კონსული ლოს ანჯელესში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და კოლეგა გენერალურ კონსულებს შეხვდა. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა ლოს ანჯელესსა და საქართვლოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სტიმულირება იყო.

You may also like

Leave a Comment

four × three =